რეზონანსი
(29.07.2026)

მოდელი, მის საქართველო, ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემმი სულაბერიძე. მიყვარხარ და მარად ვიქნები შენი მადლიერი, ჯანეტ", - წერს ნოე სულაბერიძე "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში და საზოგადოებას ოჯახურ ფოტოს უზიარებს.
ჯანეტსა და ნოეს კიდევ ორი საერთო შვილი ჰყავთ - ანნა და ლილი.
წყვილმა 2019 წელს იქორწინა, ერთ წელიწადში კი გოგონა ანნა შეეძინათ. ნოე სულაბერიძეს წინა ორი ქორწინებიდან გოგონა და ვაჟი ჰყავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


