რეზონანსი
(28.07.2026)

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან ერთი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაბულახიდანა.
ავარია სატვირთო ავტომობილისა და "ფორდის" მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
marneulinews.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



