რეზონანსი
(25.07.2026)

ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა.

სოფელ ერგეში, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე