რეზონანსი
(24.07.2026)

კაპროვანში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მაშველების ჯგუფმა სამაშველო სკუტერით ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს შტორმის გამო სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე