რეზონანსი
(23.07.2026)

მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი,“ - წერს ნოდარ თოფურიძე.
ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
"სამმა ბიჭმა ქუჩაში გააჩერა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა,“ - განაცხადა ოქრიაშვილის მეუღლემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



