რეზონანსი
(22.07.2026)

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, დაზიანებულია ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
ინფო იმერეთი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



