რეზონანსი
(22.07.2026)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრულიად სამარცხვინოდ "ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად“. 

ანანიძის განცხადებით, ეს ის შემთხვევაა და თანაც იშვიათი, როდესაც სააკაშვილიც და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“  მართალია. 

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია“ - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე