რეზონანსი
(22.07.2026)

მარნეულის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა. შემთხვევა დღეს, სოფელ ყიზილ-აჯლოში მოხდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს - ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე