რეზონანსი
(22.07.2026)

სერგეი ლავროვის განცხადებით, ხვალ მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შეხვედრა ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგება.

„შეხვედრა უკვე შეთანხმებულია. ის 23 ივლისს, დღის პირველ ნახევარში გაიმართება“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, მარკო რუბიოსთან შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში, შეხვედრა სასარგებლო იქნება.

„უმჯობესია, კითხვები პირდაპირ დავსვათ და პასუხები მივიღოთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე