რეზონანსი
(22.07.2026)

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 00:34-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ გორელოვკადან 3 კმ-ში მოხდა 3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

საქართველოში მიწისძვრა რამდენიმე საათის წინაც მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. 

„თბილისის დროით 20:40 საათზე, დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელ უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე