
"გამოუშვით ყველა 5000-ლარიანი გირაოთი, ვინც 126 პრიმა მუხლით ზის, რა პრობლემაა.
აქ ქალები იწერებიან, თუ საცემი ვართ, უნდა გვცემონო, ისეთები წავიკითხე, გადავირიე.
ნუ მე საერთოდ დამხვრეტენ, რომ მიუშვა, მაგრამ ცემა თუ მოსულა, დასწრებაზეა და დაუშვით ბარემ ერი ითხოვს სისხლს" - ამის შესახებ "ვივამედის" დირექტორი, ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, თელავში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.
მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


