რეზონანსი
(21.07.2026)

შა­ბათს, ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და, ყუ­რა­დღე­ბა არა­ერ­თმა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­მა მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნეს ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და­ი­წყო და ექს-მი­ნის­ტრის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ჩე­ნით დას­რულ­და.

ქორ­წილ­მა ორი გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა: პა­ტარ­ძა­ლი - სა­ლო­მე თარ­გა­მა­ძე, შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კახა თარ­გა­მა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, ხოლო სიძე - გიგა პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მენ ედ­ნარ პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლის ვაჟი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო კახა თარ­გა­მა­ძის გა­მო­ჩე­ნამ. 70 წლის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც მე­დი­ას­თან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა, ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბო­და და იგი სა­კურ­თხე­ველ­თან მი­ა­ცი­ლა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­სა თუ ვი­დე­ო­კად­რებ­ში სტუმ­რე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფე­ბი თავს არი­დებ­დნენ ექს-მი­ნის­ტრის ახლო ხე­დით გა­და­ღე­ბას, თუმ­ცა იგი მა­ინც მოხ­ვდა რამ­დე­ნი­მე კადრში.

 კახა თარ­გა­მა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს 1995-2001 წლებ­ში, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იკა­ვებ­და. იმ წლებ­ში იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მელ­საც "რკი­ნის კა­ცის" სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა ხში­რად ხვდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტი­კი­სა და სკან­და­ლე­ბის ცენ­ტრში. იგი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2001 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში პო­ლი­ცი­ის შეს­ვლის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­წო­ლის შე­დე­გად გა­დად­გა.

თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, 2005 წელს, თარ­გა­მა­ძემ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვა. 2014 წელს მან მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის თხოვ­ნით მი­მარ­თა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო.

 მი­ნის­ტრის პოსტზე ყოფ­ნი­სას კახა თარ­გა­მა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მკაც­რად და­ფა­რუ­ლი გახ­ლდათ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ა­შიც არა­ფე­რი და­წე­რი­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და იგი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, "რკი­ნის კაც­მა" თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ მშვი­დი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია და ცო­ლად შე­ირ­თო მას­ზე ბევ­რად უმ­ცრო­სი ყო­ფი­ლი მო­დე­ლი, თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძე. წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი - სა­ლო­მე შე­ე­ძი­ნა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე