რეზონანსი
(20.07.2026)

აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს, - წერს ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ ევროპაში მდებარე ბაზებიდან დამატებითი F-16 და F-35 ტიპის გამანადგურებლების, აგრეთვე მოსამარაგებელი თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს.

დამატებითმა რესურსებმა შესაძლოა გააფართოოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლებლობები მაშინ, როდესაც ის განიხილავს, როგორ იმოქმედოს კონფლიქტში.

გასულ კვირას ტრამპმა განიხილა ირანის მთავარი საექსპორტო ჰაბის - ხარკის კუნძულის დაკავების ან ირანული ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესაძლებლობა.

თუმცა, ტრამპი მთლიანად არ გამორიცხავს დიპლომატიური გამოსავლის ძიებას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების კარი ღია რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე