რეზონანსი
(20.07.2026)

წელს 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 12.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 21%-ით. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 100 616 ერთეული (1.614 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა) ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 114 778 ერთეული (1.938 მლრდ აშშ დოლარის).

ამავე მონაცემების თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 38 759 ცალი (938.043 მლნ აშშ დოლარი) მანქანა გავიდა, წინა წლის იანვარ-ივნისში 49 122 ცალი (1.217 მლრდ აშშ დოლარის).

ოფიციალური სტატისტიკით, წელს 6 თვეში ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთი იყო:

აშშ - 76 936 ერთეული (917.361 მლნ აშშ დოლარი)

იაპონია - 10 006 ერთეული (217.202 მლნ აშშ დოლარი)

ჩინეთი - 4 185 ერთეული (38.473 მლნ აშშ დოლარი)

გერმანია - 2 457 ერთეული (206.963 მლნ აშშ დოლარი)

კორეა, რესპუბლიკა - 2 085 ერთეული (31.333 მლნ აშშ დოლარი)

წელს 6 თვეში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული:

ყაზახეთი - 13 068 ერთეული (204.438 მლნ აშშ დოლარი)

ყირგიზეთი - 10 701 ერთეული (412.816 მლნ აშშ დოლარი)

ირანი - 5 086 ერთეული (89.307 მლნ აშშ დოლარი)

ტაჯიკეთი - 2 966 ერთეული (49.867 მლნ აშშ დოლარი)

აზერბაიჯანი - 2 456 ერთეული (82.885 მლნ აშშ დოლარი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე