რეზონანსი
(20.07.2026)

"იმედის" ყოფილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდა:

"დღეს მომივიდა 50 ლარიანი ჯარიმა, გავხსენი ქვითარი და ვხედავ, სხვისი მანქანაა, სხვა ნომრით, ძალიან კარგად ჩანს ეს და ასევე ძალიან კარგად ჩანს ჩემი მანქანის ნომერიც. ანუ, ტყუილად დამაჯარიმეს, ჩემი მანქანა იქ არ ყოფილა და საერთოდ არ გამიყვანია გუშინ მანქანა. 

დავრეკე ჯერ საპატრულო პოლიციაში, გადამამისამართეს სხვაგან, მერე კიდევ სხვაგან, სხვაგან და ბოლო–ბოლო დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე. აღმოჩნდა, რომ მე უნდა მივიდე მერიაში, იმის გამო, რომ კამერამ არ იცის კითხვა. მე მესმის, ხანდახან ადამიანებსაც გვეშლება, მაგრამ სხვისი შეცდომის გამო, მე რატომ უნდა ვიწვალო?

თუ გინდათ მიჩივლეთ, მე მანდ მოსვლას და საჩივრის წერას არ ვაპირებ.

გთხოვთ, გამიუქმოთ ჯარიმა თბილისის მერია", წერს ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე