რეზონანსი
(20.07.2026)

ჩხორია-ლიას საავტომობილო გზაზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მალვინა გულუა დაიღუპა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.
ჩხორია-ლიას საავტომობილო გზაზე ავარია ორი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს საათებში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



