რეზონანსი
(20.07.2026)

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექს „Agarani Estate“-ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ ტუ­რის­ტებ­სა და ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ქალი და­შავ­და.

პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლი უკვე და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე მხა­რე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმა „რუ­სუ­ლი სა­უბ­რის“ გამო მოხ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი გაჩ­ნდა. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცის ძმა ამ­ბობს, რომ ქა­ლებ­მა ქორ­წი­ლის სტუმ­რებს, მათ სუფ­რას და აპა­რა­ტუ­რას ორ­ჯერ, გან­გებ გა­და­ას­ხეს სითხე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა მა­მუ­კა ფი­ფი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გი­ორ­გი ჯა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზაზა და­ვი­თა­ი­ას ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა თა­ვის ვერ­სი­ას:

ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი: „სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე და­ახ­ლო­ე­ბით მერ­ვედ ვარ. ეს შორს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­გან. აქამ­დეც ვი­ყა­ვი, 5 წლის წი­ნაც. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა. ანუ, ჩემს მი­მართ... პრინ­ციპ­ში, თა­ვა­დაც არ ვარ პრობ­ლე­მუ­რი ადა­მი­ა­ნი. მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც მოხ­და... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლა­დაა. ვგუ­ლის­ხმობ ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩვენს მი­მართ, პირ­ველ რიგ­ში კი ჩემს მი­მარ­თაც.

მე არ მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ რა­ი­მე ფორ­მით პრო­ვო­კა­ცია მო­ვახ­დი­ნეთ, ჩვენ არ გაგ­ვი­კე­თე­ბია ის რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც ინ­ტერ­ნეტ­ში წე­რენ. ანუ, ჩვენ იქ არა­ფე­რი გა­დაგ­ვის­ხამს, ვედ­რო­თი წყა­ლი არ დაგ­ვიღ­ვრია და ა.შ. ჩვენ ჩა­მო­ვე­დით მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ვი­ყა­ვით ხუთი გოგო. მხო­ლოდ გო­გო­ე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბი არ გვყავ­და. ამავდრო­უ­ლად, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ქორ­წილს იხ­დიდ­ნენ. ჩვენც აღ­ვნიშ­ნავ­დით მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღეს და, შე­სა­ბა­მი­სად, ნო­მერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8:11 ან 8:15 სა­ათ­ზე შე­ვე­დით, ალ­ბათ. გვქონ­და შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი, გავ­ხსე­ნით, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა წვე­თე­ბი მოხ­ვდა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ. პრინ­ციპ­ში, იქ სა­ხუ­რა­ვიც გვქონ­და და ჩვე­ნი ად­გი­ლია აი­ვა­ნი. ჩვენ არ­სად გავ­დი­ო­დით. ჩვენ მხო­ლოდ ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დით. და ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ორ მხა­რეს შო­რის რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და.

შე­იძ­ლე­ბა იყო რა­ღაც სი­ტყვი­ე­რი პო­ლე­მი­კა, მაგ­რამ ცალ­სა­ხად, 100%-ით ჩვე­ნი მხა­რე, ჩვე­ნი გო­გო­ე­ბი ვულ­გა­რუ­ლად არ მოქ­ცე­უ­ლან. მათ არ შე­უ­გი­ნი­ათ, არ უჩხუ­ბი­ათ. მე­ო­რე მხა­რემ და­ი­წყო გი­ნე­ბა პირ­ვე­ლად. ეს ყველ­გან ჩანს, მათ ვი­დე­ო­ებ­შიც კი. ჩვე­ნი გო­გო­ე­ბი ცუ­დად არ მოქ­ცე­უ­ლან, მე სა­ერ­თოდ ოთახ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. უბ­რა­ლოდ გო­გო­ე­ბის და­სა­ცა­ვად დავ­დე­ქი კარ­თან, რად­გან ის ოთახ­ში შე­მო­იჭ­რა. გო­გო­ებ­მა კარი გა­ა­ღეს, იფიქ­რეს, რომ მე­ნე­ჯე­რი იყო, რად­გან მე­ნე­ჯე­რი ჩვენ­თან მა­ნამ­დე უკვე შე­მო­ვი­და და ჩვენ ვთხო­ვეთ კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, ისიც ჩვენ­თან ოთახ­ში იყო დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად.

ვთხო­ვეთ, რად­გან ეს სი­ტუ­ა­ცი­აც მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის. ჩვენც სტუმ­რე­ბი ვართ. ჩვენც ამ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით ჩა­მო­ვე­დით. არა პირ­ვე­ლად და ჩვენც ვი­ცით, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ აქ. მე­ო­რე მხა­რე ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი იყო. ვი­დეო არ­სე­ბობს, ჩვენც გვაქვს მთე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. ის იყო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. ჩვენ ყვე­ლას შეგ­ვე­შინ­და, მე კი გო­გო­ე­ბის და­სა­ცა­ვად დავ­დე­ქი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა. გვი­თხრეს, „ნუ იხე­დე­ბით ფან­ჯრი­დან, არ გა­მოხ­ვი­დეთ“. რაც არ არის სწო­რი ჩვენს მი­მარ­თაც, რად­გან ჩვენც სტუმ­რე­ბი ვართ. ჩვენც თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი სტუმ­რე­ბი ვართ, ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქორ­წილს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ჩვენც აღ­ვნიშ­ნავ­დით და­ბა­დე­ბის დღეს. შემ­დეგ კი... სას­ტუმ­რომ სა­ერ­თოდ ვერ დაგ­ვიც­ვა თავ­დას­ხმის­გან. სას­ტუმ­როს სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ბო­დი­ში არ მო­უხ­დია, არ უზ­რუნ­ველ­ყო ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ეს ჩემი აზ­რია.

ჩემი პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­ვო­კატს ვე­ლო­დე­ბო­დი და პო­ლი­ცი­ამ მხო­ლოდ ერთი დღე-ღა­მის შემ­დეგ დამ­კი­თხა, მომ­დევ­ნო დღეს. პო­ლი­ცი­ა­ში ჩემს მი­მართ ცუდი არა­ფე­რი მიგ­რძნია. უფრო მე­ტიც, შე­ე­ცად­ნენ ნორ­მა­ლუ­რად, მშვი­დად აეხ­სნათ, რა იყო სა­ჭი­რო გა­სა­კე­თებ­ლად, რა იქ­ნე­ბო­და შემ­დეგ. და მთხო­ვეს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე