რეზონანსი
(20.07.2026)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ერთ-ერთი მოწ­მე, მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, მის წი­ნა­აღ­მდეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, მრე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ქორ­წილ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბოთ მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბო­და, რა დრო­საც მან უარი გა­ნა­ცხა­და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დიდი ხნით დარ­ჩენ­ზე, ამის შემ­დეგ მან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი კა­რა­და და­ა­ზი­ა­ნა.

"თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა. მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის" - გვითხრეს შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე