რეზონანსი
(19.07.2026)

იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს

იორდანიის არმიის ცნობით, ირანული რაკეტების სამიზნე ქალაქი აკაბა იყო.

მათივე განცხადებით, სამი რაკეტა აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო მეოთხე ღია სივრცეში ჩამოვარდა.

თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე, ისრაელის ქალაქ ეილათის მახლობლად რაკეტების ფრაგმენტების ჩამოგდების მიზნით „რკინის გუმბათი" გააქტიურდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე