რეზონანსი
(19.07.2026)

იორდანიაში, აკაბას აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას იორდანიაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„სარწმუნო საფრთხის გამო, იორდანიის ხელისუფლებამ აკაბას საერთაშორისო აეროპორტიდან და პორტიდან ევაკუაცია განახორციელა", - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

საელჩო იორდანიაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აკაბას აეროპორტის, პორტისა და სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„დაიცავით იორდანიის ხელისუფლების უსაფრთხოების მითითებები", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე