რეზონანსი
(19.07.2026)

Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.
DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარ ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებენ.
„ანგარიში დროებით მიუწვდომელია. საიტთან დაკავშირებული პრობლემის გამო თქვენი ანგარიში ამჟამად მიუწვდომელია. ველით, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება. გთხოვთ, რამდენიმე წუთში თავიდან სცადოთ", - წერს ვებგვერდი სოციალურ ქსელში შესვლისას.
შეფერხების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



