რეზონანსი
(19.07.2026)

შავშვები - გორის მონაკვეთზე 2 ავარია მოხდა ერთმანეთისგან დაახლოებით 500 მ-ის დაშორებით.
ერთ-ერთი ავტომანქანა [ტაქსი] გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიების გამო გორის შესასვლელთან საცობები იყო.
შსს-ს ცნობით, ერთ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მეორე შემთხვევაზე კი მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდნენ.
qartli.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



