რეზონანსი
(18.07.2026)

სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (66 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – 23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელ პატრიკ ვაიზერს სძლია.

ბრინჯაოს მედლი მოიპოვა თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სერბი ფილიპ იოვანოვიჩი იუკოთი დაამარცხა.

სარაევოშო საქართველოს ნაკრები ოთხი ძიუდოისტით გამოდის – 19 ივლისს ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) იჭიდავებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე