რეზონანსი
(18.07.2026)

„გურია ნიუსის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთზე.
„საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია", - უყვება წყარო გამოცემას.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: "გურია ნიუსი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



