რეზონანსი
(16.07.2026)

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„შაკო, გუგა, თამო...

ცეკვის აკადემია "დიდგორი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად კასპს, საუკუნო სასუფეველი მათ სულებს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარ ავარიას 19 წლის თამო მოდრეკილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აგრეთვე, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის კალათბურთელი, შაკო კავთიაშვილი.

მდინარე ქსანში, უბედურ შემთხვევას კი გუგა გურგენიშვილი ემსხვერპლა.

პალიტრავიდეო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე