რეზონანსი
(16.07.2026)

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო კომპანიების „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ხმა 289 დეპუტატმა მისცა.

თანამდებობაზე დანიშვნამდე კორეცკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა და მომავალი მთავრობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა.

„ეს არის თავდაცვის ძალების სრული აღჭურვა, უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის განვითარება, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა“, - განაცხადა კორეცკიმ.

სერგეი კორეცკიმ აღნიშნულ თანამდებობაზე იულია სვირიდენკო შეცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე