რეზონანსი
(14.07.2026)

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა.
გამოცემის ცნობითვე, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



