რეზონანსი
(14.07.2026)

ახალი დეტალები გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა.
როგორც „ტვ პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, „მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა“.
35 წლის კაცი, რომელიც „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის შვილს გუშინ დაეჯახა. დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
მძღოლი დაკავებულია - მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



