რეზონანსი
(14.07.2026)

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2“- ს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე