რეზონანსი
(14.07.2026)

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ლაშა კირვალიძე ემსხვერპლა. ახალგაზრდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს, რომლითაც კირვალიძე სხვა პირებთან ერთად ყვარლიდან სოფელში ბრუნდებოდა, მისი მეგობრის დედა მართავდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ლაშა კირვალიძე ადგილზე დაიღუპა.
მთავარი ამბები კახეთიდან
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



