
გავრცელებული ინფორმაციით, გორში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია ქალი, მისი მცირეწლოვანი შვილის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. თავდაპირველი ინფორმაციით, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მიმავალ დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა, მოგვიანებით გავრცელებული ცნობებით გარდაცვლილია ქალი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კი თბილისში გადმოჰყავთ
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოგა აფციაური წერს: "გორმედის კლინიკასთან ვარ. გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალს და 3 წლის ბავშვს. ავტომანქანა დაეჯახა. ქალი გარდაცვლილია. ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია. ადგილობრივი ექთნების თქმით კატასტროფის სპეციალურ ბრიგადას ელოდებიან, რათა თბილისში გადაიყვანონ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



