რეზონანსი
(12.07.2026)

შემოდგომაზე ახალგაზრდები, - უნივერსიტეტებში გადანაწილებულები, - ცხოვრების ახალ, წარმატებებისა და გამარჯვებების ახალ ეტაპს შეუდგებიან. ახლა კი ზაფხულია - არდადეგების, მდინარეების, ზღვების, მთების დრო!

და... წიგნის კითხვის დრო!
ახლახან გამოვიდა პროფესორ სოლომონ ნერგაძის რომანი „ხვალ მზე ამოვიდა" (რედაქტორი გოგი სალიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერი" 2026).

მწერალი ხატავს ერთ ჩვეულებრივ ახალგაზრდას, რომელიც ეძებს იმას, რისთვისაც მოვევლინეთ ამ ქვეყანას და რაც გვათქმევინებს, „სიცოცხლე მშვენიერიაო". მის ნაამბობს კი არ კითხულობთ, არამედ დიდ ეკრანზე გაშვებული კინოფილმივით უყურებთ სიყვარულის, ადამიანობის, ძმობის, სიხარულის, ბედნიერებისა და ტკივილის ტკბილ-მწარე სამყაროს...

მწერლის წინა, მეოთხე წიგნში, - "ძნელი თავისუფლება" - ასევე დიდებული, დამაფიქრებელი ნოველები და მინირომანი ქართულ და იტალიურ ენებზეა, რაც, ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, იტალიური ენის ცოდნის გაღრმავებაშიც დაგეხმარებათ.

გამომცემლობა „წიგნი+ერი" (თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა", V სართ. ბლოკი A517, www.tsignieri.ge, info.tsignieri@gmail.com, ტელ.: +995 571 13 12 11) საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში მოგაწვდით მწერლის ხუთივე წიგნს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე