რეზონანსი
(11.07.2026)

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანია. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა - ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ "სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა" 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე