
2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს.
თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ ყოველ 1.5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 2 მოქალაქეზე ერთ მანქანას შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, აქედან დედაქალაქში - 1 369 400.
საქართველოს რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი დედაქალაქშია რეგისტრირებული. მთლიანად რეგიონების რეიტინგი კი ასეთია: თბილისი - 912 565 ავტომობილი (ყოველ 1.5 მოსახლეზე ერთი მანქანა); იმერეთი - 212 729 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა); ქვემო ქართლი - 164 627 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა); კახეთი - 152 334 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა); აჭარა - 130 290 ავტომობილი (ყოველ 3.1 მოსახლეზე ერთი მანქანა); სამეგრელო- ზემო სვანეთი - 108 386 ავტომობილი (ყოველ 2.7 მოსახლეზე ერთი მანქანა); შიდა ქართლი - 96 823 ავტომობილი (ყოველ 2.4 მოსახლეზე ერთი მანქანა); სამცხე-ჯავახეთი - 67 313 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა); მცხეთა-მთიანეთი - 45 257 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა); გურია - 40 749 ავტომობილი (ყოველ 2.5 მოსახლეზე ერთი მანქანა); რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 409 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა).
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



