რეზონანსი
(09.07.2026)

 აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ვფიქრობ, ეს ნაყოფიერი სამიტი იყო უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ პაკეტს შეერთებული შტატებისგან. ასევე, მივაღწიე ცალკეულ შეთანხმებებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განმარტა, რომ ევროპული ქვეყნებიდან მიწოდების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა უკრაინა PAC-3 ტიპის დამატებით რაკეტებს აუცილებლად მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე