რეზონანსი
(09.07.2026)

სალომე ბაკურაძე პოპულარული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანია. დღეს მისი დაბადების დღეა და ის 42 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სალომე ბაკურაძემ გარდაცვლილი მეუღლის წერილები გაავრცელა:

„მარტო ერთი სურვილი მაქვს, დღესაც მეხუტებოდე. ჩემო საჩუქარო, მიყვარხარ და მენატრები“, - წერს სალომე ბაკურაძე.

სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე. წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი - სანტი. 2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე