რეზონანსი
(08.07.2026)

 

 

ლიბერთი, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ ერთ პარტნიორულ შეთავაზებას აანონსებს. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებიევექსი ლაბისლაბორატორიულ კვლევებზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

შეთავაზებით სარგებლობა მარტივიამომხმარებელმა მომსახურების საფასური ლიბერთის ტერმინალზე, ლიბერთის სოციალური ბარათით უნდა განახორციელოს.

ახალი შეთავაზებაევექსისმიერ წარმოდგენილ თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს – „ევექსი ლაბსუკავშირდება, რომელიც ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ბრენდის კონცეფცია – „უფრო ახლოს“ – ეფუძნება იდეას, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანებისთვის იყოს უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული.

“ევექსი ლაბის” პირველი ხუთი ლაბორატორია უკვე ფუნქციონირებს თბილისის სხვადასხვა უბანში, ხოლო წლის ბოლომდე კომპანია კიდევ 15 ფილიალის გახსნას გეგმავს. განვითარების შემდეგ ეტაპზე კიევექსი ლაბისქსელი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

ლიბერთი პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე