რეზონანსი
(07.07.2026)

ინგლისური ენის გამოცდა აბიტურიენტებისათვის დასრულდა. 6 და 7 ივლისს ინგლისური ენის გამოცდაზე ჯამში 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, - მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

„8 ივლისს გამოცდებს ჩააბარებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც უცხოურ ენად გერმანული, ფრანგული ან რუსული აირჩიეს. სამივე გამოცდა ერთ სესიად ჩატარდება.

ამავე დღეს გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გამოსაცდელი გამოცდაზე დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და მისამართზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე აღარ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე