რეზონანსი
(07.07.2026)

დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩავიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა.

დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საღამოს დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე