რეზონანსი
(07.07.2026)

კლინიკა „გორმედი“ სკანდალში ეხვევა - 10 წლის ბავშვის ოჯახი ექიმების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
კლინიკასთან შეკრებილების მონაყოლის თანახმად, მედიკოსების დაუდევრობის გამო, სკოლის მოსწავლეს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მათივე მტკიცებით, "გორმედში" დაშავებულის მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასეს, რის გამოც, თრომბი განვითარდა.
ოჯახმა დღეს გორის პოლიციაში საჩივარი შეტანა. ბავშვი ამჟამად თბილისში, „ინგოროყვას“ სახელობის კლინიკაში მკურნალობს. „გორმედში“ კი ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
უბედური შემთხვევა, სოფელ დიდ გარეჯვარში 3 ივლისს მოხდა, ბავშვს ველოსიპედი მოუცურდა და საჭის მეტალი ფეხში შეერჭო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



