რეზონანსი
(07.07.2026)

სომხეთში, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა, გაგიკ წარუკიანმა საგამოძიებო კომიტეტი ხუთი საათის შემდეგ დატოვა.

„ბრალდებები სრულიად შეთითხნილია, ეს არის ტყუილი, ფარსი, ყველაფერი გაირკვევა“, - განუცხადა წარუკიანმა საგამოძიებო უწყების წინ შეკრებილ ხალხს, რომელიც სკანდირებდა: „ჩვენ შენთან ვართ, წარუკიან“.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება. აღსანიშნავია, რომ წარუკიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა სასამართლოში ღამით წარადგინეს.

6 ივლისს, საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტის ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მტკიცებულებებია მოპოვებული, რაც მიუთითებს, რომ გაგიკ წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, 2022-დან 2024 წლამდე მასშტაბური თაღლითობა და ფულის გათეთრება ჩაიდინა. წარუკიანის ადვოკატმა ბრალდებებს აბსურდული და სასაცილო უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე