რეზონანსი
(06.07.2026)

უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა - დიდ დიღომში გზებია დატბორილი, აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა: რა ვიდეოები ვრცელდება ინტერნეტში?
უხმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები დიდი დიღმიდან და აღმაშენებლის ხეივნიდან, სადაც ჩანს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გზები დაიტბორა.
როგორც "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს, აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა.
მოქალაქეები ასევე ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს რომ წყალი მუნიციპალურ ავტობუსებშიც შევიდა და დატბორა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



