
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებას ემსახურება“- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში.
დეპუტატი საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ანაკლიის ნავსადგური აშენდება „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ევროპასთან რეალურად აკავშირებს ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით.
„ამავე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს.
ეს ყველაფერი საქართველოს ევროპასთან რეალურად აკავშირებს -ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით და არა ევრობიუროკრატიის მიერ დაწესებული ფორმალური მოთხოვნებით.
ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორება სურს, უნდა იცოდეს- მათ წინააღმდეგობას ეროვნული ინტერესებით, საკუთარი გზით და კიდევ უფრო ძლიერი სვლით ვუპასუხებთ!“- წერს ბერიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



