რეზონანსი
(06.07.2026)

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფები, მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი შერიგდნენ, წყვილს გადაცემა „სარკასტიკა“ დაუკავშირდა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო, ამის შესახებ მარი ნაკანმა არაერთხელ ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე - „მარიმ თქვა, რომ დამშორდა და საბერძნეთში წავიდა“ -  გიორგი მამასახლისმა უპასუხა, რომ ეს ტყუილია:

„ეგ ტყუილია, სერიალი იყო… ალბათ იცი, რომ მე პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები…“ – უპასუხა ტელეწამყვანებს გიორგი მამასახლისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე