რეზონანსი
(06.07.2026)

ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ნორვეგიასთან მარცხის (1:2) შემდეგ, ვინგერმა განაცხადა, რომ მისი დრო ნაკრებში ამოიწურა. სიმბოლურია, რომ მისი პირველი და ბოლო მატჩი ეროვნულ გუნდში ერთსა და იმავე სტადიონზე შედგა.

„ვცდილობდი, ვცდილობდი, კიდევ და კიდევ. ყველაფერი აქ, „მეტ-ლაიფ სტადიონზე“ დაიწყო და აქვე დასრულდა. ახლა ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 130 მატჩი ჩაატარა, 80 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა. ორივე ამ მაჩვენებლით ის ნაკრების რეკორდსმენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე