რეზონანსი
(05.07.2026)

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ვაშლიჯვარში ორი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივებმა სროლისა და დაპირისპირების ხმა გვიან ღამით გაიგეს. დაშავებულების კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დაკავებულის შესახებ ამ ეპატზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



