რეზონანსი
(04.07.2026)

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობაზე დაშავებული შუახნის კაცი დღეს, 4 ივლისს გარდაიცვალა.  

კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას.

ცნობისთვის, 2 ივნისს ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში შუახნის კაცს თავში სავარაუდოდ ბლოკი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამწეს ზევით სართულზე სამშენებლო მასალები აჰქონდა.   კაცი დარაჯად მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე