
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა UFC-ის ჩატარების თარიღი.
"რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით. ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან. UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი ჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია" - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.
ქართველი მებრძოლი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



