რეზონანსი
(04.07.2026)

კაცი, რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა, ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს და წერს, რომ კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას.
ცნობისთვის, 2 ივნისს ახალციხეში, რუსთაველის გამზირზე, მშენებლობაზე კაცს თავზე სავარაუდოდ სამშენებლო ბლოკი დაეცა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამწეს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



