რეზონანსი
(04.07.2026)

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციების ფასები გაიზარდა, ერთის კი შემცირდა.

კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 2.8%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 117.5 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 5.064 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.567 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 46.08 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.78%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.67%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 45.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.531 მლრდ სტერლინგს აჭარბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე